საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის ს აგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის აუცილებელია ესმოდეს და თვალი ადევნოს იმ შედეგებს, რომლებთანაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიიყვანს.
“ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ხალხის უფლებას, განსაზღვროს თავისი გზა, ამა თუ იმ საერთაშორისო ფორმატთან შეერთების პერსპექტივები, განსაკუთრებით ამა თუ იმ ორგანიზაციაში თავისი მონაწილეობის სპეციალური შეთანხმებით გაფორმების თვალსაზრისით”, - თქვა მან.
ამავე დროს, ლუკაშევიჩმა აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია გაგება და თვალის დევნება იმ შედეგებისთვის, რომლებიც შესაძლოა გამოიწვიოს 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ. “ეს ეხება ორმხრივ ურთიერთობას და ფინანსურ–ეკონომიკურ შედეგებს, რომლებიც იძულებული ვიქნებით შევიმუშაოთ ამ ფაქტორის – ევროკავშირთან შეთანხმებასთან საქართველოს შეერთების გათვალისწინებით”, - დასძინა დიპლომატმა.ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, აგრეთვე, რომ მოსკოვს აშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მოწოდება საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით... "ზოგიერთი პოლიტიკოსი საქართველოში ნებისმიერ ფასად მიისწრაფვის ნატოში გაწევრებისკენ… ჩვენ ძალიან შეგვაშფოთა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ალასანიას გამონათქვამებმა, რომლებიც მან ვაშინგტონში გააკეთა, საქართველოში ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებისკენ მოწოდებით. თითქოს, ის უნდა ზრუნავდეს თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და, მინიმუმ, მხედველობაში უნდა ჰქონდეს მეზობელი სახელმწიფოების უსაფრთხოების პრობლემები… თბილისის რეალურ განზრახვებთან დაკავშირებით ჩვენ გარდაუვალად გვიჩნდება შეკითხვები - რას გულისხმობენ და ვისგან უნდა დაიცვას ამ სისტემებმა", – აღნიშნეს რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
წყარო: Panorama.am