აქტუალური
საქართველო ევროკავშირისგან დამატებით კიდევ 19 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს

1Dopoln-aqtual-1საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დახმარების თაობაზე შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუ ხელი დღეს მოაწერეს.
ევროკავშირის ინიციატივის – "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პრიორიტეტების მხარდაჭერის მიზნით ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული იყო დახმარების ინსტრუმენტი - ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამა (CIB), რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას და ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან (მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ ხელშეკრულებასთან” - DCFTA) დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას.

CIB -ს ფარგლებში 2011-2013 წლებისთვის საქართველოსთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 30.86 მილიონ ევროს შეადგენდა.დახმარების შემდეგი ეტაპი (2014-2020 წწ), კონკრეტულად DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე) განხორციელებასთან არის დაკავშირებული.