საქართველოს დელეგაცია ევროკომისიის კოლეგიას შეხვდა
საქართველო, 22 მაისი,
საქინფორმი. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წელს ისტორიული უწოდა როგორც საქართველოსათვის, ასევე ევროკავშირისათვის, რადგანაც 27 ივნისს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
“
ჩემი მთავრობის სახელით მინდა განვაცხადო, რომ უაღრესად მოხარული ვარ, ვინაიდან მაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო ამ უპრეცედენტო შეხვედრაში ჩემი კაბინეტის წევრებთან ერთად. ჩვენ მზად ვართ შევისწავლოთ და აქტიურად ჩავერთოთ და განვიხილოთ მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ჩვენ წარმოვადგენთ იმ ქვეყნის მთავრობას, სადაც ევროპული ინტეგრაცია ეროვნული იდეაა, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის 85% და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია, რაც საქართველოს უნიკალურ მოკავშირედ ხდის აღმოსავლეთ პარტნიორობის მთელ რეგიონში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.