საზოგადოება
საქართველოს 13 ივნისს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ ეწვევა
1Joze-sazogad-1საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ვიზიტის დეტალები საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს შორის გუშინ ბრიუსელში გამართული შეხვედრის დროს განიხილეს.
შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საკითხებზე. ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისართან ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.
მხარეებმა, ასევე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი აღნიშნეს.