სამართალი
რუსეთ-ჩინეთის სწავლება “ურთიერთქმედება ზღვაზე-2014”

1UCenia-samr-3საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ჩინეთში 20-დან 25 მაისის ჩათვლით ტარდება რიგით მესამე რუსეთ-ჩინეთის სამხედრო სწავლება “ურთიერთქმედება ზღვაზე-2014”.

გახსნის საზეიმო ცერემონია შანხაიში გაიმართა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინის მონაწილეობით. “დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა უფრო და უფრო განმტკიცდება”, - თქვა ვლადიმერ პუტინმა გახსნაზე. გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში ამჟამად ნაყოფიერად ვითარდება.

მანევრებში მონაწილეობას მიიღებენ წყნარი ოკეანის ფლოტის საბრძოლო გემების რაზმი,  წყნარი ოკეანის ფლოტის ვერტმფრენები და საზღვაო ქვეითთა სპეცრაზმის ქვედანაყოფი. ჩინეთი 6 ხომალდს წარადგენს: საესკადრო ნაღმოსნებს, სადარაჯო გემებს და სხვა ხომალდებს.