სამართალი
კახა ბენდუქიძე უკრაინაში, სააკიან-გრიგიან-ავაკიანის ფაშისტებთან გაიქცა!

1Bendu-samart-1საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს დახმარების მიზნით სპეციალური საბჭო დაფუძნდა, სადაც ეკონომიკური კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე 5 წევრი შეირჩა. მათ შორის - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ცოდნის ფონდის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე.

საბჭო კანადის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა. კახა ბენდუქიძის მიწვევის მიზეზი მისი მდიდარი გამოცდილებაა პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეფორმირების კუთხით.

საბჭო ყოველთვიურად შეიკრიბება უკრაინის ეკონომიკის მინისტრთან. პირველი სხდომა დღეს. 2014 წლის 22 მაისს გაიმართება. დღესვე კახა ბენდუქიძე კიევის ეკონომიკის სკოლაში ღია ლექციას წაიკითხავს.

უკრაინაში ვიზიტისას ცოდნის ფონდის დამფუძნებელი შეხვდება ლვოვის მერ ანდრეი სადოვოის და ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს.