პოლიტიკა
ჯეფ ბერვიკი: “ნავთობდოლარის ერის დასასრული”

1Jef-polit-1-an-1საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ჩინეთის რუსეთთან თანამშრომლობა ნავთობდოლარის ერის დასასრულს აღნიშნავს. რუსეთი და ჩინეთი მოკავშირეები გახდნენ. “გაზპრომმა” ობლიგაციები გამოუშვა ჩინურ იუანებში, რუსეთი და ჩინეთი კი გაზის შეთანხმებას აწერენ ხელს. რფ-ის 40 ცენტრალური ბანკი მომავალი სარეზერვო ვალუტის სახით ფსონებს იუანებში განათავსებს.

აშშ არაფერს აწარმოებს უშუალოდ აშშ დოლარის გარდა. ძირითადი ეროვნული სახელმწიფოები ერთიანდებიან, რათა დოლარის სისტემის ფარგლებიდან გამოვიდნენ.

ეკონომიკური ინფორმაციის სააგენტო “პრაიმი” იუწყება, რომ 24 აპრილს რფ-ის მთავრობამ საგანგებო თათბირი ჩაატარა, რომელიც რუსეთის სავალუტო ოპერაციებში აშშ დოლარისაგან უსწრაფესად თავის დასაღწევად გადაწყვეტილებათა ძიებას მიეძღვნა. დედოლარიზაციაში მონაწილეობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც სურთ. ჩინეთი და ირანი, მაგალითად, უკვე აცხადებენ ამგვარი პოლიტიკით დაინტერესების შესახებ. ვლადიმერ პუტინი 20 მაისს პეკინს ეწვია და გაზისა და ნავთობის კონტრაქტებს ხელი მოაწერა, ამასთან, გარიგებები რუბლებსა და იუანებში განხორციელდება, და არა დოლარებში.

დასავლეთი - კონტროლგარეშეა, მაგრამ ამერიკის საგარეო პოლიტიკა რუსოფობიის გაღვივებაზეა მიმართული. ეს ნიშნავს, რომ აშშ თავის წინააღმდეგ განაწყობს რუსეთს და სხვა ქვეყნებს, რაც მხოლოდ დააჩქარებს რუსეთის, ჩინეთის და დანარჩენი მსოფლიოს მიერ აშშ დოლარზე უარის თქმას.

“პოლიტიჩესკოე ობოზრენიე” პუბლიკაციას მთლიანად გთავაზობთ