უცხოეთი
გაეროს გენმდივანი და პუტინი უკრაინის კრიზისიდან გამოსვლის გზებზე შეთანხმდნენ

1gensek-ucx-1საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. გაეროს გენმდივანმა ბენ კი მუნმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლდიმერ პუტინმა შანხაიში უკრაინის სიტუაციაზე იმსჯელეს. მხარეებმა ქვეყანაში „საყოველთაო დიალოგის“ მეშვეობით კრიზისის პოლიტიკური გზებით დარეგულირების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს.

მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლის სტეფან დუჟარიკის თქმით, გაეროს გენმდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მოსალოდნელი არჩევნები „ქვეყანაში სტაბილურობისა და ხანგრძლივვადიანი მშვიდობისკენ სვლის საშუალებას მისცემს“.

ამასთან, ბენ კი მუნმა და პუტინმა სირიის სიტუაციაც განიხილეს, კერძოდ, ქვეყანაში პოლიტიკური დარეგულირების შესაძლებლობები და ლტოლვილთა ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის გზები.

როგორც იტყობინებოდნენ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის მიმდინარეობისას პუტინმა მონაწილეობა მიიღო აზიაში ნდობისა და ურთიერთქმედების საქმეში კრების მონაწილეთა შეხვედრაში. აღნიშნული სამიტის ფარგლებში გაიმართა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის რიგი ორმხრივი შეხვედრებიც ავღანეთის, მონღოლეთისა და ირანის ლიდერებთან.