აქტუალური
კახა კუკავამ და მანანა ნაჭყებიამ, ადგილობრივ ლიდერებთან ერთად, სამეგრელოს მოსახლეობას ბლოკის სამოქმედო გეგმა და პროგრამა გააცნეს. უმთავრესი, რასაც „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ გამარჯვების შემთხვევაში ისახаვს მიზნად, არსებული მმართველობის სისტემის შეცვლაა. დღეს მოქალაქეებს წარმოდგენა არ აქვთ, სად იხარჯება მრავალი მილიონი სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. ბლოკის მიზანია, შექმნას გამჭვირვალე სისტემა, სადაც ფინანსების ხარჯვის მიზნობრიობის გაკონტროლება ყველა მოქალაქეს შეეძლება.
„არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის“ მთავარ პრიორიტეტს სოციალური პროგრამების დაფინანსება, მოსახლეობის დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს. ეს ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას და ქართული ეკონომიკის ზრდას უზრუნველყოფს.
სამეგრელოს მოსახლეობა „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ლიდერებთან შეხვედრით კმაყოფილი დარჩა და არჩევნებში მხარდაჭერა აღუთქვა.