აქტუალური
ევროპის ქვეყნების არმიების მთავარ სერჟანტთა კონფერენცია

Conferenc-akt-1საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველო ევროპის ქვეყნების არმიების მთავარ სერჟანტთა მე-8 ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია „სერჟანტთა როლი და პასუხისმგებლობები უსაფრთხოების მომავალ გამოწვევებში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა, აშშ-ის ევროპის სარდლობის მთავარმა სერჟანტმა დევიდ დევენპორტმა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა გახსნეს.

სამდღიანი კონფერენცია სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ აშშ-ის ევროპის სარდლობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ორგანიზებით იმართება. კონფერენციის ფარგლებში ევროპის 34 ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტები არსებულ და სამომავლო გამოწვევებს, შეიარაღებული ძალების ტრანსფორმირების პროცესში სერჟანტის როლს, ასევე სერჟანტთა პროფესიული განვითარებისა და განათლების საკითხებს განიხილავენ.

ევროპის ქვეყნების არმიების მთავარ სერჟანტთა კონფერენცია პირველად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ გრაფენვერში 2007 წელს ჩატარდა. ფორუმი კოორდინირების მიზნით ევროპის ქვეყნების არმიების მთავარ სერჟანტთა შორის გამოცდილების გაზიარებას, ერთიანი ძალებით მოქმედებასა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. საქართველო კონფერენციაში 2009 წლიდან მონაწილეობს.