უცხოეთი
შანხაიში ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა გაიმართა

1Sanxai-ucx-1საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საუბრის დასაწყისს წინ უსწრებდა შეხვედრის ოფიციალური ცერემონია, რომლის მიმდინარეობისას ორი სახელმწიფოს მეთაურებმა დელეგაციის წევრები წარადგინეს. იმსჯელეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე, - ცნობა ამის შესახებ რფ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.

მოლაპარაკების შედეგებით, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს „ერთობლივ განცხადებას“. ამასთან, ორი სახელმწიფოს მეთაურის თანდასწრებით ხელი მოეწერა სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტთა პაკეტს.

რუსეთის პრეზიდენტმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ პრესისათვის განცხადებები გააკეთეს.