აქტუალური
საქართველოს მომატებული ვალები

sagareo-valiiმოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერის - ზურაბ ნოღაიდელის ცნობით, საქართველოს საგარეო ვალმა 5 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში უკვე სახელმწიფო კრიზისია.
მისი განმარტებით, საგარეო ვალი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 3 მილიარდით გაიზარდა და ჯამურად 4 მილიარდ 800 მილიონი შეადგინა, რაც ქვეყნის ეკონომიკის 30%-ია. „როცა ხელისუფლება იღებს ვალს და ამ ფულს ახმარს არა ჯანდაცვას, განათლებას, სოფლის მეურნეობას, არამედ არაპრაქტიკული დანიშნულების პროექტებს - ხიდებს, მონუმენტებს და ქვეყნის პრომოუშენს, ეს არის დიდი ცოდვა და დანაშაული“, - აღნიშნა ნოღაიდელმა.
ნოღაიდელის თქმით, თუ 2007 წელს საგარეო ვალების მომსახურებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 102,1 მილიონი დოლარი, 2011 წელს ამ ვალების მომსახურებას უკვე 182,7 მილიონი აშშ დოლარი დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო ვალი ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის დროსაც ჰქონდა. 2005 წელს საქართველოს საგარეო ვალი 3 მილიარდ 110 მლნ ლარი იყო, 2006 წელს საგარეო ვალის მოცულობა 2 მილიარდ 908 მლნ ლარს შეადგენდა. 2007 წელს კი საგარეო ვალი 3 მილიარდ 800 მლნ ლარი დაფიქსირდა.