პუბლიკაციები
“ძნელია, მიუკერძოებელი ეწოდოს ტელეკომპანია ,,მაესტროს“ ერთ-ერთ გადაცემას, რომელსაც ჟურნალისტი ვახო სანაია უძღვებოდა” - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადება

miukerZoebeli-analit-1-GEOსაქართველო, 20 მაისი. საქინფორმი. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ რეალურად შეასრულა ერთ-ერთი მთავარი დანაპირები - მედია გაათავისუფლა ხელისუფლების ნებისმიერი ზეწოლისგან. დღეს საზოგადოებას არ აქვს ეჭვი და მცირედი კითხვაც, რომ რომელიმე ტელევიზიას ხელისუფლება მართავს ან მისგან რაიმე სახის ზეწოლას განიცდის. მედიის თავისუფლების ხარისხის გაზრდას ადასტურებს საერთაშორისო კვლევები და რეიტინგები. ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი დემოკრატიის გზაზე მდგომი ქვეყნისთვის. ამავე დროს, თავისუფალი მედიაგარემო ზრდის ტელევიზიებისა და ჟურნალისტების პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე–მიაწოდონ მაყურებელსმიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია.

ძნელია, მიუკერძოებელი ეწოდოს ტელეკომპანია ,,მაესტროს“ ერთ-ერთ გადაცემას, რომელსაც  ჟურნალისტი ვახო სანაია უძღვებოდა. თავის საავტორო გადაცემაში ჟურნალისტმა  მაყურებელს მთავარ თემად შესთავაზა ,,ქართულიოცნების“ დაპირებები, რომელთაგან  გამოყოსოციალური საკითხები, სამართლიანობა, საგარეო პოლიტიკა.სიუჟეტები ატარებდააშკარად ტენდენციურ ხასიათს.გადაცემის მსვლელობისას, ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოსხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა. ამ სიცრუის გამყარებისთვის მან ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა და ისეთი პასუხები შეარჩია, რომელიც გადაცემის მთავარ ხაზს გააძლიერებდა.

ობიეტურობაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტს, ალბათ, არ უნდა გამორჩენოდა, რა მძიმე მემკვიდრეობა დახვდა ახალ ხელისუფლებას და  ორ წელიწადში უკვე არსებობს თვალსაჩინო შედეგი, რომელსაც ყოველდღე გრძნობს მოსახლეობა.  ხალხი ხედავს, რომ სწორედ ამ ხელისუფლებამ გაათავისუფლა სასამართლო და არ ერევა მის გადაწყვეტილებებში; გაათავისუფლა ბიზნესი, მედია; გათავისუფლებულიაათასობით პატიმარი, გაზრდილია სოციალური დახმარებები, განხორციელდა ჯანდაცვის რეფორმა (შემოღებულია საყოველთაო დაზღვევა), რომელიც მსოფლიო ბანკმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წარმატებულად აღიარეს.ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვით ასობით ათასმაადამიანმა უკვე ისარგებლა,C ჰეპატიტთან ბრძოლის  პროგრამა 60%–მდე უმცირებს მკურნალობის ხარჯებს დაავადებულებს. საქართველომსოფლიო რეიტინგშიმეორეიქნება, სადაც C ჰეპატიტისსამკურნალოსაშუალებამოქალაქეთათვისყველაზედაბალფასადიქნება ხელმისაწვდომი.რაც შეეხება განათლებას, ამოქმედდა განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომლის დახმარებითაც ქვეყანას 5 წელიწადში ეყოლებასაერთაშორისოგანათლებისმქონე, მაღალკვალიფიციურიკადრები.განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, მოქმედებს უფასო სახელმძღვანელოების და უფასო ფაკულტეტების პროგრამა. წარმატებით მიმდინარეობს სოფლის დახმარების პროგრამა, რომლითაც ასევე ასობით ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. გასულ წელს 700 000 ოჯახი, წელს კი 800 000 ოჯახი ჩაერთო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამაში. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, დაკავებულია არაერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომლებსაც ბრალი აქვთ წაყენებული უმძიმესი დანაშაულისთვის.

იმ მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ ფონზე და არანაკლებ მძიმე პოლიტიკური ბრძოლებისა და კოჰაბიტაციის პირობებში, ცხადია, ვერ იქნებოდა მიღწეული ყველა სასურველი შედეგი. თუმცა, აშაკარად ჩანს პოზიტიური ტენდენციები და 4-წლიანი ციკლისთვის მთავრობის დანაპირების შესრულება სრულიად რეალისტური და ოპტიმისტურია.

ჩვენ არ გვაქვს პასუხი, რა მოტივაცია ამოძრავებდა ტელეკომპანია ,,მაესტროს“ და   მის ჟურნალისტს, რომ ტენდენციურად წარმოეჩინა რეალობა. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოება თავად განსჯის და შეაფასებს, რას ენდოს და რას - არა.