პოლიტიკა
საქართველო, 20 მაისი. საქინფორმი. ბრიუსელს ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად 20–21 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდება.ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და ჟოზე მანუელ ბაროზუ მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და შეკითხვებს უპასუხებენ.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეხვედრას გამართავს ჰარვარდის კლუბის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასასრულს ბელგიის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის სიტყვით გამოსვლა.