ხელისუფლებამ ფიზიკურ პირებზე საგადასახადო ტვირთი გაზარდა
''ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის" ინფორმაციით, ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებით ხელისუფლებამ, ძირითადად, ფიზიკურ პირებზე საგადასახადო ტვირთი გაზარდა.
საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი გრანტიდან მიღებულ შემოსავლებზე 12%-დან 20%-მდე გაზარდა, პარალელურად აღარ შეამცირა მთლიანი საგადასახადო განაკვეთი 20%-დან 18%-მდე; ამასთან, ზოგიერთი კატეგორიის აქციზურ პროდუქციაზე გაზარდა განაკვეთი, რაც ბაზარზე ამ საქონლის სარეალიზაციო ღირებულებას ზრდის და ტვირთი, ძირითადად, ფიზიკურ პირებზე გადადის. შედეგად, 2011 წელს საშემოსავლო გადასახადის გეგმა 2010 წელთან შედარებით 21,9%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა ეკონომიკური ზრდა 4,5%-ია ნავარაუდევი.