სამართალი
ლალი მოროშკინა: „სამართლის აღდგენას ყველა ჩემგან ელოდება!“

moroshkina-samსაქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. ლალი მოროშკინა "ფეისბუქზე" მორიგ მიმართვას ავრცელებს.

დავიღალე წერილებზე პასუხის გაცემით!

თურმე რა დარღვევები ფიქსირდება სასჯელაღსრულებაში, თურმე როგორ ცემენ პატიმრებს, თურმე როგორ ყავთ იზოლაციაში ვაჟკაცი ბიჭები, ხოლო "ნასედკებს" აგულავებენ, თურმე როგორ შედის "განგრეულ კაიფში" დარბაისელი სისტემაში, თანაც ორი იარაღით, თურმე როგორ უზის ადმინისტრაცია წილებში მოთამაშეებს, თურმე.......

ყველა სამართლის აღდგენას ჩემგან ელოდება!

სად იყავით აქამდე????

იცით რას გეტყვით? მე ჩემი პროტესტი დავაფიქსირე სასამართლოში, შსს-ში, სახალხო დამცველთან, კახი კალაძესთან, უფლებადამცველებთან და ჟურნალისტებთან!

და ისიც ვთქვი, რომ თუ პრემიამიღებული ზონდერები არ დააბრუნებენ საბიუჯეტო თანხებს და არ წარსდგებიან სასამართლოს წინაშე, შიმშილობასაც გამოვაცხადებ და შვეიცარიასაც მოვთხოვ თავშესაფარს!

ჩემთან კი ნუ წუწუნებთ, გაიარეთ იგივე გზა!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!", - წერს ლალი მოროშკინა.