აქტუალური
კანადელმა მეცნიერებმა კიბო მარტივი მედიკამენტით დაამარცხეს

DCA-akt-1საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. კანადელმა მეცნიერებმა მედიცინაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინეს - კიბო მარტივი მედიკამენტით განკურნეს, თუმცა ამ ფაქტით არც ერთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანია არ დაინტერესებულა.

ედმონტონში, ალბერტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა იაფფასიანი პრეპარატი დიქლორაცეტატით, რომელსაც ექიმები ძირითადად, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს უნიშნავენ პაციენტებს და გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება, პაციენტები კიბოსგან განკურნეს.

კანადელმა მეცნიერებმა დიქლორაცეტატი ადამიანის უჯრედებზე უკვე გამოსცადეს. პრეპარატმა ფილტვის, ტვინისა და სარძევე ჯირკვლების კიბოს უჯრედები ისე გაანადგურა, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მიუყენებია.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, ყველა ადამიანის ორგანიზმში არსებობს კიბოს საწინააღმდეგო ბუნებრივი უჯრედები, რომლებიც მიძინებულია და მათ ასამოქმედებლად საჭიროა მათი „გამოღვიძება“. დიქლორაცეტატი კი მათ გააქტიურებას იწყებს, რაც კიბოს უჯრედების განადგურებით მთავრდება.