პოლიტიკა
გამგებლებისა და მერობის კანდიდატების წარდგენა სამეგრელოში და შავი ქამარი კარატეში

karate-polit-1საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ზუგდიდს სტუმრობდა. მან სამეგრელოს მოსახლეობას ქართული ოცნებისგამგებლების კანდიდატები, ასევე ფოთისა და ზუგდიდის მერობის კანდიდატები თავად წარუდგინა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ედიშერ თოლორაია;
აბაშა - მამუკა კვიტაშვილი;
სენაკი - გოჩა დგებუაძე;
მარტვილი - ალექსანდრე გრიგალავა;
ხობი - გოჩა ქაჯაია;
წალენჯიხა - გოგა გულორდავა;
ჩხოროწყუ - დავით გოგუა;
მესტია - კაპიტონ ჟორჟოლიანი;
კოალიციის ლიდერმა ქალაქ ფოთის მერობის კანდიდატად ირაკლი კაკულია, ხოლო ზუგდიდის მერობის კანდიდატად ირაკლი გოგოხია დაასახელა.

კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ზუგდიდში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელმა კახა ბასილიამ, მსოფლიო კარატეს ფედერაციის გადაწყვეტილებით, მესამე დანის დამადასტურებელი საპატიო შავი ქამარი გადასცა.
ვიდრე შეხვედრის ადგილს დატოვებდა, ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.