საზოგადოება
დარიალის ხეობაში სტიქიის გამომწვევი მიზეზი მყინვარის ინტენსიური მოძრაობაა

priCina-saz-3საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ისტორიული  მყინვარული ღვარცოფის  გააქტიურების შედეგად ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც გადაკეტა თერგის ხეობა, ჩახერგა გზა და სატრანსპორტო კავშირს მოწყვიტა რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო მონაკვეთი.

სტიქიის გამომწვევ მიზეზად ექსპერტები გარე ფაქტორებს არ მიიჩნევენ. სპეციალისტების შეფასებით,  აღნიშნული ტრაგედია 5047 მეტრი სიმაღლის მწვერვალის - მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე განლაგებული დევდარაკის მყინვარის ინტენსიური მოძრაობის შედეგია. ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად მიწის უზარმაზარი მასა ჩამოიშალა, რასაც მდინარე თერგისა და სამხედრო გზის ჩაკეტვა მოჰყვა.

მყინვარის ფენების მოძრაობის შედეგად  ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა 2002 და 2007 წლებშიც.

რაც შეეხება დარიალის ხეობაში ჰესის მშენებლობასა და აღნიშნულ კატასტროფასთან მის კავშირს, სპეციალისტთა შეფასებით, ეს ორი ზონა გეოლოგიურად სრულიად განსხვავებული ზონებია.  ჰესის მშენებლობის ადგილი 20 კმ-ით არის დაშორებული სტიქიის ზონას და აღნიშნულ მშენებლობას  კავშირი არა აქვს კატასტროფასთან.