პოლიტიკა
ფანჯიკიძისა და ოლანდის შეხვედრის ამსახველი ფოტო სოცქსელების განხილვის საგნად იქცა

Hol-1საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ფოტო, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას  ასახავს, რამდენიმე დღეა სოცქსელების განხილვის თემად იქცა, თუმცა კვლავაც უცნობია, რომელი უწყების პროტოკოლის სამსახურმა იმუშავა ამ საკითხზე.

"ეს ფოტო გადაღებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განყოფილების ერთერთ VIP ოთახში", - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი და განმარტავს, რომ პროტოკოლურად ეს ყველაფერი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი არ ყოფილა.

ოლანდის საქართველოში ვიზიტის პროტოკოლური ნაწილი თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან", - აცხადებს ნარჩემაშვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა გავრცელებული ის კადრები, ჩვენ არ გაგვივრცელებია და, შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით. საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტის მასპინძელი იყო, თუმცა, რაც შეეხება იმას, რაც იქ იყო დაგეგმილი და იმ სუფრასაც, რაც თქვენ იხილეთ, ჩვენ ამაზე ვერაფერს გეტყვით. ეს უნდაკითხოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს", – აცხადებენ, თავის მხრივ, პრეზიდენტის პრესსამსახურში.

ფოტოშარჟი FORUM.GE-დან ოლანდისა და ფანჯიკიძის შეხვედრის თემაზე

Hol-2