აქტუალური
კახა კალაძე: “სასჯელაღსრულებას ჰყავს მინისტრი და ის ამ ყველაფერზე იზრუნებს“

kaxa-aktსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველ ლალი მოროშკინასთან შეხვედრა ჰქონდა და მან გარკვეულ თემებზე ინფორმაცია მიაწოდა.

„მე ამ ინფორმაციას სოზარს მივაწვდი და ის, ალბათ, ამით დაინტერესდება. სასჯელაღსრულებას ჰყავს მინისტრი და ის ამ ყველაფერზე იზრუნებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.