საზოგადოება
ლალი მოროშკინა: „ან გაიწმინდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სრულად, ან არადა, შიმშილობის აქციას ვიწყებ“

laliსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი ლალი მოროშკინა განცხადებით, "დეპარტამენტი დიმიტრი დარბაისელის მისვლის შემდეგ "ზონდერებით" გაივსო, რომლებმაც არაადეკვატური პრემიები აიღეს, ხოლო მინისტრი აღნიშნულთან დაკავშირებით დუმს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სახელფასო უწყისი, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მაღალ სახელფასო ანაზღაურებას ასახავდა, მოროშკინამ შსს-ს მაღალჩინოსნებს მიაწოდა. საბოლოოდ კი ეს ფურცელი „ნაციონალების“ ხელში აღმოჩნდა.

„ვაძლევ 2 დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების წარმომადგენლებს, ვისთანაც შეხვედრები მქონდა და ვისაც მივაწოდე ინფორმაცია. ან მოაგვარებენ ამ პრობლემას და გაიწმინდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სრულად, ან არადა, სხვა შემთხვევაში შიმშილობის აქციას ვიწყებ", - აცხადებს მოროშკინა.