თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმის დეტალები
საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. უკვე მეორე დღეა საინფორმაციო სააგენტოები მოკლული სოფო ზურებიანის ფოტოებს ავრცელებენ.
გარდაცვლილი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი იყო. უწყებამ გუშინ სამძიმრის წერილიც გაავრცელა. 27 წლის სოფო ზურებიანი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის სპეციალისტი იყო. ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული
ალექსანდრე ცოცხალაშვილი კი სხვადასხვა დროს სპეცდანიშნულების რაზმსა და ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა.
მკვლელობა 14 მაისს, გვიან ღამით მოხდა. ეჭვმიტანილი, რომელიც გარდაცვლილის ყოფილი მეუღლეა, დაკავებულია. მან ცეცხლსასროლი იარაღიდან ყოფილ ცოლს და მის ძმას ესროლა. სოფო ზურებიანი ადგილზევე გარდაიცვალა, მისი ძმის მდგომარეობა კი ამ დროისთვის სტაბილურია. საქმე აღძრულია 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.