აქტუალური
ნინო ბურჯანაძე: "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში მობრუნების რეალური შანსი უჩნდება“

nino-burjanadzeსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. კოალიცია "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მუშაობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ხელოვნურად აპირებს "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ადგილზე გაყვანას.

"ქვეყნისთვის ცუდია ის, რომ პრეზიდენტი გახდა სხვისი ხათრით არჩეული ადამიანი, რომელსაც შემდეგ ეს ადამიანი გაუნაწყენდა და დღემდე არ ელაპარაკებიან ერთმანეთს; ქვეყნისთვის ცუდია ისიც, რომ თავდაცვის მინისტრი აკეთებს არამარტო უპასუხისმგებლო, არამედ დანაშაულებრივ განცხადებას, რომელსაც შეიძლება ქვეყნისათვის უმძიმესი შედეგები მოჰყვეს; ქვეყნისთვის ცუდია ისიც, რომ ქვეყანაში არის არაკომპეტენტური, გაუბედავი გუნდი და ეს ქმნის იმის საფრთხეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კვლავ ხელოვნურად მეორე ადგილზე გაყვანის შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში მობრუნების რეალური შანსი უჩნდება და მერე რა ჯოჯოხეთს მოგვიწყობენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ეს ძალიან ადვილად წარმოსადგენია, თუმცა ეს ჯოჯოხეთი არ შეეხება არც რესპუბლიკურ პარტიას და არც იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან კარგად არიან დღეს ჩახუტებული "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ვინც ყოველთვის მშვენივრად პოულობდა საერთო ენას "ნაციონალურ მოძრაობასთან””, - განაცხადა ბურჯანაძემ.