შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს შეხვდა
საქართველო, 16 მაისი,
საქინფორმი. გუშინ საქართველოს შს მინისტრი
ალექსანდრე ჭიკაიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს
ელჩინ გულიევს შეხვდა. მხარეებმა საზღვრის დაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და შინაგან საქმეთა მინისტრ რამილ უსუბოვთან.