სამართალი
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 14 მაისს თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილ მეუღლეს და მის ძმას ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულის მეუღლე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ალექსანდრე ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.