პოლიტიკა
პრემიერმა ღარიბაშვილმა თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო ქვეყნის ხელისუფლებას მიუსამძიმრა

Soboleznovanie-politსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო ქვეყნის ხელისუფლებას და საქართველოში თურქეთის ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს მიუსამძიმრა.

პრემიერი დღეს თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის სახელით თანაუგრძნობს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, თურქ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ამ დიდი განსაცდელის დროს გამძლეობას უსურვებს.