სამართალი
საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. გუშინ თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე, კაფე „ანტრეში“ მწერალი მამუკა ხერხეულიძე დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მამუკა ხერხეულიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მამუკა ხერხეულიძე 2004 წელს იყო სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელემაუწყებლობად გარდაქმნის დროებითი სამეურვეო საბჭოს წევრი, 2010–2011 წლებში კი - ლიტერატურული კონკურსი „გალას" ჟიურის წევრი.