სამართალი
შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის გაქურდვაში ბრალდებული პირი დააკავა

gaqurdva-sam-1საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მერვე განყოფილების თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატ ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის გაქურდვის ფაქტზე ამავე შტაბის აქტივისტი, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი . დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი - თბილისში, ვარკეთილის მასივში მდებარეერთიანი ნაციონალური მოძრაობისშტაბიდან 12 მაისს, ღამის საათებში, „ლენოვოსფირმის 2 პორტატიული კომპიუტერი დაეიჩ პი“- ფირმის 2 პრინტერი ფარულად მიითვისა და მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთები მან თბილისის სხვადასხვა ლომბარდში ჩააბარა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ქურდობაში ბრალდებული მომხდარიდან ორ დღეში, ხაშურში დააკავეს. ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.