საზოგადოება
მოემზადე, საქართველო! ლატვიაში ქალაქის მერმა ნატოს მეზღვაურებს ოკუპანტი ღორები უწოდა

Gotovsya-saz-1-an-4საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ლატვიის ქალაქ ვენტსპილსის მერი ნატოს გენერალურ მდივანთან იჩივლებს ალიანსის მეზღვაურების ღორული საქციელის გამო. ამ ქალაქში 9 მაისიდან საერთაშორისო სწავლება Open Spirit ტარდება, რომელშიც ნატოს და ევროკავშირის 26 ხომალდი მონაწილეობს. ამ დროის განმავლობაში ვენტსპილსში წესრიგის დარღვევათა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა.

მერის თქმით, მეზღვაურები ისე იქცევიან, როგორც “ოკუპანტი ღორები, რომლებიც არ აღიარებენ ლატვიის კანონებს”. ისინი ქუჩებში სვამენ სპირტიან სასმელს, ვიტრინებს აფსამენ. ყველა ადგილობრივი ყვავილნარი განადგურებულია: ყოჩაღი მეზღვაურები ყვავილებს გლეჯენ და გოგონებს ჩუქნიან (ვიდეო იხილეთ აქ).

ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობასთან უამრავი კონფლიქტი წარმოიშვა. შედეგად ნიდერლანდელი მეზღვაური თავის მძიმე ტრავმით ადგილობრივ საავადმყოფოში მოხვდა. ასევე “სტუმართმოყვრულად” შეხვდნენ ნატოელებს რიგაშიც. ადგილობრივმა ტაქსისტებმა არაფხიზელი მეზღვაურების ჯგუფი მიჟეჟეს, რომლებსაც მრიცხველით გადახდა არ სურდათ.