პუბლიკაციები
ლავროვი: “სააკაშვილმა, მისი ხასიათის გათვალისწინებით, ეს ძალზე ემოციურად აღიქვა და გადაწყვიტა, რომ საკუთარ ხალხზე თავდასხმაზე და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის ძალით გადაჭრაზე ლიცენზია მიიღო. ის, უდავოდ, ნატოს მხრიდან დაპირებით იყო მოტივირებული”

Bloomberg-aqt-1-an-3საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 14 მაისს, ტელეარხ Bloomberg-თან ინტერვიუში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეკითხვაზე - მისაღებია თუ არა რუსეთისთვის უკრაინის მიღება ნატოს შემადგენლობაში? - უპასუხა:

“ეს უკვე იქნება არა მარტო უკრაინის და ნატოს, არამედ რუსეთის საკითხიც, რამდენადაც ჩვენ შეთანხმება დავდეთ ალიანსის წევრებთან, რომელშიც თავდაპირველად ლაპარაკი იყო ნატოს არგაფართოებაზე. შემდეგ, ვალდებულებების მიუხედავად მისი გაფართოების კვალდაკვალ, საუბარი იყო ახალი წევრების ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი საბრძოლო ნაწილების არ განთავსებაზე, რუსეთის საზღვრების მახლობლად სამხედრო ინფრასტრუქტურის არ განლაგებაზე. ყველა ეს ვალდებულება, ამა თუ იმ ხარისხით, დაირღვა. ნატოში უკრაინის შეყვანის მცდელობები უარყოფითად აისახება ევროპული უსაფრთხოების მთელ სისტემაზე, და ჩვენ ამისი კატეგორიულად წინააღმდეგი ვიქნებით. დასამალი არაფერი მაქვს.

კარგია, რომ ეს საკითხი წამოსწიეთ. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ადრე - ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, როდესაც ნატომ, მისი განცხადებების მიუხედავად, რომ “ცივი ომი” დამთავრდა და მასში გამარჯვებული არ უნდა არსებობდეს, თავი მაინც გამარჯვებულად მიიჩნია. პრაქტიკული თვალსაზრისით, ამჟამინდელი კრიზისის მარცვლები 2008 წლის აპრილში დაითესა ბუქარესტში ნატოს სამიტის დროს, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა თავიანთ დეკლარაციაში განაცხადეს, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან. რამდენიმე თვის შემდეგ ბატონმა სააკაშვილმა, რომელმაც, მისი ხასიათის გათვალისწინებით, ეს ძალზე ემოციურად აღიქვა, გადაწყვიტა, რომ საკუთარ ხალხზე თავდასხმაზე და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის ძალით გადაჭრაზე  ლიცენზია მიიღო. ის, უდავოდ, ნატოს მხრიდან დაპირებით იყო მოტივირებული. სხვათაშორის, როგორც ახლა ხდება უკრაინაში, სააკაშვილმა ჩადენილის მერე მალევე დაიწყო მეორე მსოფლიო ომის გმირთა მონუმენტების ნგრევა. ნეოფაშიზმის საფრთხე აშკარად ჩანს ნატოში მიწვევის კონტექსტში და მათ პოლიტიკაში, ვისაც მიაჩნია, რომ უკრაინა ალიანსის წევრი უნდა გახდეს”.