აქტუალური
აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობა 2012 წლის გაზაფხულზე დასრულდება

acharis-gzaზესტაფონიდან მომავალი აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობა 2012 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქუთაისში, საქართველოს მთავრობის ახალი შენობის გახსნის შემდეგ განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ახალი გზა ზესტაფონს ქუთაისის გავლით სამტრედიასთან დააკავშირებს, შემდეგ კი აჭარაზე გაივლის. "ეს გზა ჩავა ჩოლოქზე, ჩოლოქიდან ქობულეთზე დაარტყამს წრეს და ბათუმში ჩავა, ბათუმიდან კი - ისევ საზღვრამდე", - განმარტა პრეზიდენტმა.