სამართალი
საჩხერიდან გატაცებული ყველა მოქალაქე თავისუფალია

saCxereსაქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. ოსი მესაზღვრეების მიერ საჩხერიდან გატაცებული  ყველა მოქალაქე თავისუფალია.
ცხინვალის იზოლატორში მყოფი 20-მდე პირი ოსურმა მხარემ  გაათავისუფლა. ისინი მოკლე ხანში საჩხერის პოლიციასთან იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში ჯონჯოლის კრეფა რამდენიმედღიან პატიმრობად 20–ზე მეტ საჩხერელს დაუჯდა. საჩხერის გამგებელი ამირან ნოზაძის ინფორმაციით, უკვე გათვისუფლებულ მოქალაქეებს რამდენიმედღიანი პატიმრობის გარდა ჯარიმაც დააკისრეს და თითოეულს დაახლოებით 125 ლარის ეკვივალენტი რუსული რუბლი გადაახდევინეს.