აქტუალური
შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა

Vd-ministr-aqtual-3საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შს მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

ალექსანდრე ჭიკაიძე ასევე შეხვდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრებს და საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებს. ვიზიტის მსვლელობისას მხარეები სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საუბარი აგრეთვე შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 16 მაისს დასრულდება.