აქტუალური
საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას საქართველო 27 ივნისს მოაწერს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ხელმოწერის თარიღი უკვე დაზუსტებულია.