პოლიტიკა
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საქართველოს ესტუმრა

prez-francii-polit-2საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის ძირითად ასპექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

გაფართოებულ შეხვედრაში პრეზიდენტ ფრასუა ოლანდთან ერთად მონაწილეობდნენ -საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრის მოადგილე  საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის ხელშეწყობისა და საზღვარგარეთ მცხოვრები ფრანგების საკითხებში  ფლორა პელერინე; საფრანგეთის განათლების, უმაღლესი სწავლებისა და მეცნიერული კვლევების მინისტრის მოადგილე ჟენევიევ ფიორასო; საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამხედრო კაბინეტის უფროსი გენერალი ბენუა პუგა; საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი ამერიკის, რუსეთის, ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დარგში ფაბიენ პენონი; საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო სტრატეგიისა და კომუნიკაციების საკითხებში კლოდინ რიპერ ლანდლერი; საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის  დირექტორი ერიკ ფურნიე; საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის  დირექტორის მოადგილე ფრანსუა დელაუსი და საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რენო სალენსი.

საქართველოს მხრიდან კი შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე; საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონე; საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.