საზოგადოება
ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები.
„ჩვენ ვმადლობთ უფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც მოგვივლინა ჩვენ წარსულში, დღეს და მომავალში გარდამოავლენს ჩვენს ზედა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა“, - აღნიშნა მახათას მთაზე მშენებარე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში პირველი წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ილია მეორემ.