აქტუალური
ვაშლის დეფიციტმა კომპანიებს პრობლემები შეუქმნა

apple-fruitნატურალური წვენების მწარმოებელი ქართული კომპანიები ადგილობრივი ვაშლის დეფიციტის პირობებში იმედს უკრაინულ და ირანულ პროდუქციაზე ამყარებენ. ამის შესახებ თავად ამ ბაზრის მოთამაშეები საუბრობენ.
წვენების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი „კულა“ ადგილობრივი პროდუქციის დეფიციტის გამო წარმოების 20%-იან კლებას ვარაუდობს. გურჯაანის წვენების ქარხანა კი ვაშლის კონცენტრატის დანაკლისს უკრაინიდან იმპორტირებული ვაშლით შეავსებს.
ვაშლი სომხეთიდან და პოლონეთიდანაც შემოაქვთ. არ გამორიცხავენ ბაზარზე მოლდოვური ვაშლის გაჩენასაც.
აღსანიშნავია, რომ დეფიციტი ვაშლის ფასებს საცალო ბაზარზე, დიდი ხანია, დაეტყო. ბოლო თვეების განმავლობაში ვაშლის ფასი 3-4 ჯერ გაიზარდა. რეალიზატორები მის კიდევ უფრო გაძვირებას ელოდებიან და ამბობენ, რომ კილოგრამი ვაშლი საახალწლოდ 5-დან 10 ლარამდე ეღირება.