საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი, გადაცემა "ანატომიის" ავტორი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში გადადის.
"ძალიან მოკლე დროში მივიღე გადაწყვეტილება, მიმეღო ცხოვრებისგან კიდევ ერთი და ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა!!!!!!!!!! "ანატომია" სულ რამდენიმე ხანში გავა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული სამაუწყებლო ტელევიზია მზად არის საკუთარი საეთერო დრო დაუთმოს გადაცემა "ანატომიას"... და მე ეს ძალიან მიხარია....... ვნახოთ, რა გამოგვივა..
მგონი, რომ ყველაფერი კარგად იქნება... დიდი მადლობა ყველა იმ ტელევიზიას და მათ მენეჯმენტს, რომლებიც წლების განმავლობაში არ ერიდებოდნენ “ანატომიის” საშუალებით მიეცათ საზოგადოებისთვის სიმართლის გაგების უფლება... დიდი მადლობა მაყურებელს, რომელიც ენდობოდა, უყურებდა და აფასებდა ჩემს გადაცემას.. უთქვენოდ “ანატომია” ვერ იარსებებდა...
დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ოჯახს, რომელთა კისერზეც გადაიარა ყველაზე რთულმა დრომ... მიყვარხართ...", - წერს ნათია მიქიაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ნათია მიქიაშვილის „ანატომია“, რომელიც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა, პირველად ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გამოჩნდა, მოგვიანებით მან „მეცხრე არხზე“ გადაინაცვლა, შემდეგ კი “ტვ-3”-ის ეთერში გადიოდა.