აქტუალური
ნინო შუბლაძემ „რუსთავი 2“ დატოვა

shubladze-akt-1საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. „რუსთავი 2“იის გენდირექტორის მოადგილემ ნინო შუბლაძემ ტელეკომპანია დატოვა.

„მივიღე გადაწყვეტილება, დროებით შევაჩერო ჩემი საქმიანობა მედიასივრცეში. ამ გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს და ძალიან ვთხოვ ყველას, არ აქციონ ეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად. ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა ჩემს თანამშრომელს, არხის გენერალურ დირექტორს და „რუსთავი 2“-ის მთელ გუნდს ამდენი წლის განმავლობაში წარმატებული მუშაობისთვის. ვრჩები ამ არხის ყველაზე დიდ გულშემატკივრად და მჯერა, რომ პროფესიონალების დიდი გუნდი, რომელიც ამ ტელევიზიაში მუშაობს, შეინარჩუნებს პირველობას ქართულ მედიასივრცეში. დიდი მადლობა ჩემს ერთგულ მაყურებელს, რომელიც მთავარი სტიმული იყო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში“, –  წერს შუბლაძე სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.