რედაქტორისგან
საქინფორმის მთავარი რედაქტორი: აფხაზეთისა და თურქეთის ჟურნალისტთა კავშირების შეთანხმება - გეოპოლიტიკური სამკუთხედის “საქართველო - თურქეთი - აზერბაიჯანი” ჩამოყალიბების შედეგია (საქინფორმის პროგნოზები ახდენას განაგრძობს)

prognoz-polit-2-redaq-1საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. 2014 წლის 9-12 მაისს აფხაზეთში ჩატარდა თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციის საბჭოს 44-ე გენერალური შეკრება და ჟურნალისტთა პირველი აფხაზურ-თურქული კონგრესი, რომელში მონაწილეობისთვის რესპუბლიკაში 80 თურქი ჟურნალისტი ჩავიდა.

აფხაზეთის რესპუბლიკის ჟურნალისტთა კავშირმა და თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობაზე, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს საერთო საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავებას, აგრეთვე ერთიანი საინფორმაციო ველის ჩამოყალიბებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ ვლადიმერ კაპბამ და თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელმა ატილა სერტელმა.

“დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი პრესტურების, კონფერენციების, პრესკონფერენციების, სემინარების, “მრგვალი მაგიდების” ჩატარებას, სხვადასხვა საჯარო ან საქმიან ღონისძიებაში მონაწილეობას, მათ შორის - აფხაზეთის და თურქეთის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენელთა, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საექსპერტო პოტენციალის, ჟურნალისტური და საქმიანი თანასაზოგადოების ჩართვით, ერთობლივი კონკურსების ჩატარებას ჟურნალისტური ნამუშევრების საუკეთესო პუბლიკაციების გამოსავლენად, ფოტოგამოფენების, თემატური ფორუმების, თათბირების, შეკრებების, სიმპოზიუმების, ტრენინგების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ჩატარებას”, - იუწყება “რეგნუმი”.

გარდა ამისა, მხარეები მასმედიის აკრედიტებული წარმომადგენლების საქმიანობაში ერთმანეთისთვის პრაქტიკული დახმარების გაწევასა და მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ.

საქინფორმი შეახსენებს თავის მკითხველებს, რომ ჯერ კიდევ 28 აპრილს, გაზეთ “ასავალ-დასავალთან” საქინფორმის მთავარი რედაქტორის ინტერვიუში, აგრეთვე თავის გუშინდელ ინტერვიუში არნო ხიდირბეგიშვილი აფრთხილებს პოტენციურ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოს მოელის ახალი გეოპოლიტიკური სამკუთხედის - “საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთი” საბოლოოდ ჩამოყალიბების შემთხვევაში, ნაცვლად ტრადიციული სამკუთხედის “საქართველო - აზერბაიჯანი - სომხეთი” აღდგენისა, რასაც ხელს უწყობს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი (ციტატა 12 მაისის ინტერვიუდან):

“ფაშისტმა სააკაშვილმა, რომელსაც ჰააგის სასამართლო აუცილებლად სასჯელის უმაღლეს ზომას მიუსჯის ცხინვალში, კიევსა და ოდესაში სამოქალაქო მოსახლეობის მხეცურად დახოცვის გამო, მას შემდეგ, რაც რუსეთს კიევის რუსეთი მოსწყვიტა, რუსეთს აზერბაიჯანი უნდა გადაჰკიდოს, რომელსაც, საქართველოსგან განსხვავებით, ნატოში და ევროკავშირში შესვლა არ უნდა! სააკაშვილმა აზერბაიჯანში მღელვარების პროვოცირება უნდა მოახდინოს, რათა რუსეთის უმსხვილესმა ენერგეტიკულმა პარტნიორმა და კასპიის ზღვით მეზობელმა უცებ ევრაზიულ კავშირში შესვლა არ იფიქროს, სომხეთს არ შეურიგდეს და კავკასიაში ტრადიციული რეგიონული სამკუთხედი “საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი” არ აღდგეს”.

საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ არა მარტო სააკაშვილი, არამედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფალნიც უწყობენ ხელს გეოპოლიტიკური სამკუთხედის “საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთი” ჩამოყალიბებას, რისი დადასტურებაცაა გასულ კვირას, 7 მაისს, თბილისში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა.

შეთანხმება აფხაზეთისა და თურქეთის ჟურნალისტთა თანამშრომლობის შესახებ სულ რაღაც 5 დღეში დაიდო მარგველაშვილის, ალიევისა და გიულის შეთანხმებიდან “თბილისის სამიტ 2014”-ზე სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ამიტომ დღეს საქართველოს ხელისუფლება, სულ ცოტა, არაადეკვატურად გამოიყურება, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამს მართლაც სტრატეგიული შეთანხმების გამო ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნის და აფხაზეთისა და თურქეთის “მეოთხე ხელისუფლებას” შორის ერთიანი იდეოლოგიის შეთანხმებულად გატარების შესახებ.

ირჩევს რა ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სარგებელს (ნავთობ და გაზსადენები, რკინიგზა და სხვ.) კონფიგურაციიდან “საქართველო - თურქეთი - აზერბაიჯანი”, რომელშიც სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული ევროკავშირი და აშშ, საქართველო ტერიტორიულ დანაკარგებს უნდა შეეგუოს. პროცესებმა თანდათან შესაძლოა ბევრად უფრო ფართო ინტეგრაციული და დეზინტეგრაციული მასშტაბი შეიძინოს, ვიდრე აფხაზი და თურქი ჟურნალისტების პარტნიორობაა, და შეეხოს საქართველოს რეგიონებს სამცხე-ჯავახეთს და ქვემო ქართლს, აგრეთვე აჭარის ავტონომიას.

საქინფორმს არ შეუძლია მწარედ არ აღნიშნოს, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა, საქართველოს მრავალრიცხოვანმა ჟურნალისტთა კავშირებმა აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ განვლილი 21 წლის განმავლობაში, თურქი კოლეგებისგან განსხვავებით, აფხაზ ჟურნალისტებთან ელემენტარული პირდაპირი კონტაქტის დამყარებაც კი ვერ შეძლეს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი