უცხოეთი
საქართველო - უკან, ევროპისაკენ! „იმის ლეგალიზაციის პროცესი, რასაც ბიბლია სისაძაგლეს უწოდებს - უკვე არახალია თანამედროვე მსოფლიოში“ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „ევროვიზიის“ შედეგებით შეშფოთებულია

zarub-3-religiaსაქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეშფოთება გამოთქვა „ევროვიზია - 2014“-ზე ავსტრიის წარმომადგენლის, წვერიანი კონჩიტა ვურსტის გამარჯვების გამო.

„ეს ცოდვის კულტურული ლეგიტიმაციის კიდევ ერთი რგოლია თანამედროვე სამყაროში, ახალი კულტურული ნორმების დამკვიდრების მცდელობა. იმ პროცესის ლეგალიზაცია, რასაც ბიბლია საძაგლობას უწოდებს, უკვე დიდი ხანია არახალია თანამედროვე მსოფლიოში. სამწუხაროდ, სამართლებრივ და კულტურულ ველში ტენდენციები პარალელური გზებით მიედინება, რასაც მოწმობს აღნიშნული კონკურსის შედეგები“, - განაცხადა პორტალ „ინტერფაქს-რელიგიასთან“ საუბარში სინოდის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეგოიდამ.

მისივე თქმით, მოვლენის კულტურული აღიარება უფლებრივზე სახიფათოა, რადგან არცთუ იშვიათად წინ უსწრებს მას: უფლება აფიქსირებს ანდა მოწოდებულია დააფიქსიროს საზოგადოების ფასეულობათა  ორიენტაციები. „შესაბამისად, თანამედროვე კულტურაში წარმატებულად მიმდინარეობს ზნეობრივი და კულტურული ღირებულებების შეცვლის მცდელობა. ამიტომ ძალიან უცნაურად მეჩვენება, როცა ექსპერტულ შეფასებად მესმის სიტყვები “არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“. საქმეც ისაა, რომ ცვლილებები სავსებით თვალსაჩინოა არა მარტო ტრადიციული რელიგიის პოზიციიდან“, - განაცხადა ლეგოიდამ.