მთავარ პროკურატურაში ნიკოლოზ გვარამია მოწმის სახითაა დაბარებული
საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. 2014 წლის 10 მაისს, დღის 12 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით განმეორებით დასაკითხად დაბარებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გვარამია. საქმე ეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში პირადი საუბრების შესაძლო ჩაწერა-მიყურადების ფაქტს.