სამართალი
პროკურატურამ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
prokuratura-sam-1საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. 2014  წლის 10 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ღამის ეთერით გამოქვეყნებულ კერძო საუბრების  ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე  ნაწილით, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე.