აქტუალური
დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

andria-aqtual-3-relig-2საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა ანდრიას უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომაც ეწოდა პირველწოდებული. მაცხოვრის პირველი მოციქული, პეტრე მოციქულის ძმა, საქართველოში უფლის მცნებების საქადაგებლად  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით გამოემართა.

საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე აღესრულა. მისი ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 12 მაისსა და 13 დეკემბერს აღნიშნავს.