რელიგია
9 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან ერთად ვაკის პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა და ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი პირადად მიულოცა

pol-2-rel-2-Glსაქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, ვაკის პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა და ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი პირადად მიულოცა. ვეტერანებთან შეხვედრაზე პრემიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან ერთად მივიდა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფაშიზმზე გამარჯვების დღის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ 9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნა კაცობრიობა ფაშიზმისგან.მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ვალზე ვეტერანთა წინაშე. "თუ ჩვენ გვაქვს ამბიცია და პრეტენზია, რომ გავხდეთ თანამედროვე სახელმწიფო, ვეტერანებზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენი მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რომ ვეტერანების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. 69-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩვენმა მთავრობამ გამოყო 400-ლარიანი დახმარება ვეტერანებისთვის და 200-ლარიანი დახმარება მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის. ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ვცდილობთ, რომ მათი მდგომარეობა გახდეს უკეთესი. ჩვენი ვალია, რომ მათი ჯანდაცვა იყოს უფრო მაღალი ხარისხის და იცით, რომ ამოქმედდა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსახურებას 100%-ით ფარავს", - აღნიშნა პრემიერმა.

pol-2-rel-3-Vniz