უცხოეთი
აშშ-მა უარი განაცხადა უკრაინაში მოკლული 13 ამერიკელი ჯაშუშის მიღებაზე

zarub-2საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. დასავლური მედია რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-მა უარი განაცხადა ცსს-ს 13 სამხედრო აგენტის ცხედრის რეპატრიაციაზე, რომლებიც მოკლეს მაშინ, როცა სლავიანსკის თავზე მათი შვეულმფრენი მეამბოხეებმა ჩამოაგდეს.

მოხსენების თანახმად, 2 მაისს უკრაინის არმიის დნეპროპეტროვსკის 25-ე ბრიგადის საზენიტო საარტილერიო დივიზიონმა, რომელიც მეამბოხეთა მხარეს გადავიდა, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი რუსული წარმოების ორი სატრანსპორტო შვეულმფრენი ჩამოაგდო. შვეულმფრენები სლავიანსკის სამხედრო მოქმედებების ზონაში მყოფი ცსს-ს „მართვისა და კონტროლის“ სამხედრო ბაზაზე დაშვებას ცდილობდნენ.

ორი შვეულმფრენის ბორტზე მყოფი ცსს-ს 14 აგენტიდან მხოლოდ ერთი გადარჩა, რომელიც დაქირავებულ მებრძოლთა ამერიკული კომპანიის თანაშრომელი აღმოჩნდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გადარჩენილი პილოტი დატყვევებული იქნა.

ამავდროულად, ქსელში გამოჩენილმა  ვიდეომ შემთხვევის ადგილიდან უჩვენა, რომ გადარჩენილ პილოტს ფედერალიზაციის მომხრეებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.