აქტუალური
საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ქართველი მებრძოლები ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის 150 სამხედრო მოსამსახურეს დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი და სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი ბესიკ გოფოძე ალექსეევკის აეროდრომზე დახვდნენ. სამხედროებს საქართველოში დაბრუნება და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელება მიულოცეს, ასევე, მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.