პოლიტიკა
საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ აბდულა გიულისთან სამუშაო სადილი გამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე და აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო სათანადოდ წარმოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რა მიზნითაც შექმნილია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი.
სამუშაო სადილს თურქეთის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.