უცხოეთი
ქერიმ რუსეთისა და აშშ-ის საერთო ეკონომიკურ ინტერესებზე ილაპარაკა

1Keriსაქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. რუსეთსა და აშშ-ს საერთო ეკონომიკური ინტერესები აქვთ, მიუხედავად უკრაინასთან დაკავშირებული უთანხმოებისა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ.

„ჩვენ არ მივისწრაფვით, რომ უკრაინა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ტბად გადაიქცეს. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდს წარმოადგენდეს. გარკვეულწილად ვეთანხმებით პრეზიდენტ პუტინის აზრს, რომ ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკური შეთანხმებები გვქონდეს ვლადივოსტოკიდან ლისაბონამდე, რომლებიც მოიცავს ყველა დიდ ბაზარს იმისათვის, რომ ყველამ მიიღოს სარგებელი“, - განაცხადა ქერიმ ვაშინგტონში ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელ კეტრინ ეშტონთან შეხვედრის შემდეგ.